კახა გოგოლაშვილი საქართველო – რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი საქართველოსა და რუსეთის პირველ პირებს შორის შეხვედრას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისივე თქმით, რუსეთის ქმედებებში, ბოლო პერიოდში ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმებები იგულისხმება, რომლებიც როგორც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან, ისე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმდა.
„მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში რუსეთთან მაღალ დონეზე შეხვედრა საერთოდ არ შეიძლება, რადგან ის ნაბიჯები, რომლებიც რუსეთმა ბოლო ხანებში გადადგა, ძალიან ცინიკურია და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ლახავს“,- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გუშინ განაცხადა, რომ ქართული და რუსული მხარის დიპლომატები ორივე ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავენ. ამასთან, პესკოვის ინფორმაციითთ, მხარეებს შორის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები