ირაკლი ღარიბაშვილი ბენიამინ ნეთანიაჰუს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია “ლიკუდის” ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
“თქვენო აღმატებულებავ, გულწრფელად გილოცავთ პარტია “ლიკუდის” გამარჯვებას ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სანიმუშო ლიდერობა და ქვეყნისადმი ერთგულება უზრუნველყოფს ისრაელის სახელმწიფოს წარმატებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის ისტორიულ მეგობრობას ასაზრდოებს ჩვენი ნება და სწრაფვა, გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა. ამის გათვალისწინებით, იმედის თვალით შევყურებ ჩვენს ურთიერთობებში შემდგომ წარმატებებს მომდევნო თვეებსა და წლებში. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და ებრაელ ხალხს წარმატება და წინსვლა”, _ ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები