თავდაცვის მინისტრი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გეგმავს
მე მეგონი, ძალიან მალე მოხდება ჩემი პარლამენტში მისვლა. ამ საკითხზე ჩვენსა და კომიტეტს შორის ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ზუსტი თარიღი არ ვიცი”, – ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. თავდაცვის მინისტრი “ქამრების შემოჭერის” საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უწყება ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებასაც გეგმავს, თუმცა აღნიშნული ცვლილება ხელფასების შემცირებაზე არ იმოქმედებს.
“როგორც ითქვა, „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა შეეხება ადმინისტრაციულ და წარმომადგენლობით ხარჯებს, შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო ამ ნაწილში გარკვეულ ეკონომიას გააკეთებს. რაც შეეხება კაპიტალურ ხარჯებს, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ეკონომიის გაკეთება არ იგეგმება”, – განაცხადა მინისტრმა.