პრემიერი ზუგდიდის ინციდენტს “ნაციონალების” პროვოკაციად აფასებს (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს “ნაციონალური მოძრაობის” მიოერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს. ამასთან, მისივე განმარტებით, მთავრობა ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება და გმობს.
“ზუგდიდში მომხდარ პროვოკაციას ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ, ძალადობას არავინ მიესალმება, მაგრამ აქვე მინდა განვმარტო, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც დაიგეგმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. მოხდა მიზანმიმართული პროვოცირება. აივნებიდან ხალხს ხელკეტები და ქვები დაუშინეს და ამის შემდეგ რეაქცია იყო ნეგატიური. თუმცა, ამ ხალხს აქვს ღირსება და თავმოყვარეობა. საზოგადოებამ ცხრა წელი აიტანა ის ძალადობა და საშინელი რეჟიმი, რომელიც საქართველოში იყო გამეფებული. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ მოხდეს კიდევ ძალადობა. ამას ყველაფერს ზედმეტი დრამატიზება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ფაქტი უნდა გამოიძიოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ დადგინდეს დამნაშავე, მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეს იყო პროვოკაცია“, – განაცხადა პრემიერმა.
ზუგდიდში 15 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისი და ანი ნადარეიშვილის “მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრი” დაარბიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები