კობა სუბელიანის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი უმრავლესობის წევრებმაც დაუჭერეს

დეპუტატ კობა სუბელიანის საკანონმდებლო ინიციტივას “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, რომელიც ბავშვების სკოლაში ხუთი წლის ასაკიდან მიყვანას ხდის შესაძლებელს, მხარი მმართველი უმრავლესობიდანაც დაუჭერეს. ინიციატივას მხარი ოთარ ჩრდილელმა, დარეჯან ჩხეტიანმა, თამარ კორძაიამ, კარლო კოპალიანმა, გია ჟორჟოლიანმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, ზურაბ ზვიადაურმა, ნოდარ ებანოიძემ და მალხაზ წერეთელმა. კანონპროექტი ასევე გაიზიარეს ანზორ ბოლქვაძემ, გიორგი ფეიქრიშვილმა, იაშა შერვაშიძემ და გურამ მისაბიშვილმა.
აღნიშნული კანონის მიხედვით,ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია. პროექტის გათვალისწინებით კი, მშობლის სურვილის შემთხვევაში, სწავლის დაწყების უფლება აქვთ პირებს, რომელთა ასაკი 5 წელს აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები