თბილისის მთავრობა ახალი შემადგენლობით მუშაობას დღეიდან შეუდგა

თბილისის მთავრობა ახალი შემადგენლობით მუშაობას დღეიდან შეუდგა. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის ახალ წევრებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მერიაში პრობლემების უდიდესი ნაწილი დაძლეულია და განვითარებისკენ სვლის ეტაპი დადგა.
„აქამდე ჩვენ მუშაობა ორ ფრონტზე გვიწევდა. ერთი იყო ის უამრავი პრობლემა, რომელიც მერიაში დაგვხვდა და მეორე მხრივ, ვმუშაობდით განვითარებაზე. ახლა არის ეტაპი, როცა პრობლემების უდიდესი ნაწილი, რაც დაგვხვდა, დაძლეულია და განვითარებისკენ სვლის ეტაპი დადგა. ამიტომ, ერთობლივი ძალისხმევით, ტემპში უნდა ვიმუშაოთ და დავდოთ ის შედეგი, რასაც საზოგადოება ჩვენგან ელოდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის ვიცე-მერად დიმიტრი ქუმსიშვილის, მერის მოადგილედ ირაკლი ლექვინაძის, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად გიორგი გურგენიძის, მერიის ადმინისტრაციის უფროსად პაატა ჯაჭვლიანისა და ვაკის რაიონის გამგებლად ლაშა აბაშიძის კანდიდატურებს თბილისის საკრებულომ გუშინ დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები