„კეზერაშვილი სასამართლოში პოზიციებს თმობს“
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ფოთის პორტის საქმესთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროგრესულს უწოდებს, რომელმაც თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს შორის დავაში, გადაწყვეტილება ამ უკანაკსნელის სასარგებლო მიიღო. საუბარია წართმეული ქონების დაბრუნებაზე. შალვა ხაჭაპურიძის შეფასებით, მოსამართლეებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანეს იმ თვალსაზრისით, რომ ობშორულ ზონებთან დაკავშირებული საქემეების სასამართლო განხილვები აქამდე საქართვერლოში არ მიმდინარეობდა.
როგორც შალვა ხაჭაპურიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან კონსტრანტინე კუბლაშვილის წასვლის შემდეგ, სასამართლო სისტემას აშაკარა პროგრესი დაეტყო. თუმცა, დასძენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც იყვნენ მოსამარლთეები, რომლებიც ცდილობდნენ, არ მოხვედრილიყვნენ კუბლაშვილის წნეხის ქვეშ.
„მას შემდეგ რაც კუბლაშვილი წავიდა, კეზერაშვილი სასამართლო სივრცეში პოზიციებს თმობს. კეზერაშვილის მხარე ამბობდა, რომ ვინაიდან საუბარი იყო ობშორულ კომპანიაზე, რადგან ფოთის პორტის გარკვეული ბიზნესი და ქონება სხვა ქვეყნებშია გაფორმებული, შესაბამისად ეს დავა უნდა გაგრძელებულიყო იგივე პანამასა და ობშორულ ზონაში დარეგისტრირებულ ტერიტორიებში, რაც აბსურდული იყო“, – აცხადებს შალვა ხაჭაბურიძე.
მისივე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს 2010 წელს ფოთის პორტის ნავსადგომის საკუთარი წილი იძულებით და შანტაჟით გადააფორმებინა. 2010 წელს ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე ფოთის საზღვაო ნავსადგურში ნომერ მეორე და მეხუთე ტერმინალს ფლობდა.