საპარლამენტო უმცირესობამ ავტოდილერებისთვის საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ავტოდილერებისთვის საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავეს. როგორც პარლამენტის დღევანდელ სესიაზე უმცირესობის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, ავტოდილერებს საბაჟო გადასახადზე უნდა დაუწესდეთ განვადება და გადაუვადდეთ სანქცია-საურავები, რადგან ავტომობილების ბიზნესი საშინელ მდგომარეობაშია.
“ყველაზე მთავარი საკითხი არის მანქანების ბაზრობა. ეს ბიზნესი ბოლო 4 წლის განმავლობაში შეიქმნა. შეიქმნა პირობები, რომ ავტომობილების არმწარმოებელ ქვეყანაში, მანქანები შემოდიოდა და შემდეგ რეექსპორტით გადიოდა. შემოსავალი იყო 700 მილიონ ლარზე მეტი. დღეს ეს ბიზნესი საშინელ მდგომარეობაშია. ათასობით ადამიანი გაკოტრების წინაშე დგას. ამ ადამიანებს სჭირდებათ შველა. ჩვენ მოვამზადეთ საკანონმდებლო პაკეტი, მაგრამ არ გვაქვს იმედი, რომ გაიზიარებთ და არ გადადებთ გვერდზე. კანონპროექტს უერთდება რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც ითხოვს საბაჟო გადასახადის განვადებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მივიღოთ უფრო მეტი გაღარიბებელი ადამიანი. უნდა გადავუვადოთ სანქცია-საურავები”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები