ფერეიდნელმა ქართველებმა ადგილობრივ მთავრობას “ქართული ანბანის” ძეგლის დადგმის მოთხოვნით მიმართეს
ირანში, უშიშროების სამსახურის მიერ „ქართული ანბანის“ დემონტაჟის შემდეგ ფერეიდნელი ქართველი სოციალურ ქსელში განმარტებებს აკეთებს. როგორც ირანში მცხოვრები ანდრო ნაგველიანი ამბობს, ფერეიდანელმა ქართველებმა „ქართული ანბანის“ ძეგლი ისე დადგეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ნებართვა მიღებული არ ჰქონდათ.
მისივე თქმით, ფერეიდნელმა ქართველებმა ადგილობრივ მთავრობას და გუბერნატორს ძეგლის დადგმის მოთხოვნით განცხადებით უკვე მიმართეს.
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ. დღეს, ალბათ, აგაფორიაქეთ, რადგან თავადაც აფორიაქებული ვიყავი. ემოციებმა მძლიეს და თუ თქვენს გულებში შფოთი შემოვიტანე, ძალიან ვწუხვარ. ახლა, როცა დავმშვიდდი და თან ყველაფერი გაირკვა, მინდა თქვენც დაგამშვიდოთ – ვისთვისაც სულ ერთი არაა რა ხდება სამშობლოდან მოწყვეტილი ქართველების თავს. ფერეიდნელმა ქართველებმა თხოვნით მიმართეს ადგილობრივ მთავრობას და გუბერნატორს, რათა კანონიერი ნებართვა მიიღონ და ამის შემდეგ აღმართონ ის ძეგლი, რომელსაც ჩვენთვის დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ,რომ იმ მრავალი წლის მანძილზე,რაც ჩვენ აქ ვცხოვრობთ, არაერთი სირთულე შეგვხვედრია, მაგრამ გადაგვილახავს. ჩვენ ეროვნებით ქართველები,მაგრამ ირანის სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ და თანაბრად ვიღებთ ყველა იმ ზრუნვას,რასაც ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს უწევს.არც გამორჩეულად გვიგრძვნია თავი და არც დაჩაგრულად.ხელისშეწყობაც არაერთხელ გვქონია ირანის სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებისგან.ამას ვხედავთ და გვახსოვს.ახლაც,დარწმუნებული ვარ,რომ ყველაფერი მოგვარდება და კეთილად დასრულდება.თქვენგან კი ისევ იგივე დახმარებას ვითხოვთ–გვჭირდება სახელმძღვანელოები,ქართული წიგნები,თანამემამულის სტატუსის მიღებისას ნაკლები ბიუროკრატიული პრობლემების შექმნა და რაც მთავარია სიყვარული–რომ გახსოვდეთ და გიყვარდეთ თქვენი თანაფესვები.თქვენი სისხლი და ხორცი.მადლობას მოგახსენებთ ყველას,ვინც გვეხმაურებით,გახსოვართ და დარწმუნებული ვარ,რომ ჩვენი სიახლოვე კიდევ უფრო მჭიდრო და ორმხრივად სასარგებლო გახდება – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ანდრო ნაგელიანი. შეგახსენებთ, რომ წუხელ ირანში ფერედანალმა ქართველებმა „ქართული ანბანის“ ძეგლი აღმართეს. თუმცა, ადგობრივი უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ძეგლი მოხსნეს.