ბესლან ბუთბა – “პრეზიდენტის ადმინისტრაციაში” მეორე მთავრობა შეიქმნა

ორშაბათს თანამდებობიდან გადამდგარი ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი “პრემიერ-მინისტრი” ბესლან ბუთბა თავის გადაყენებაში ე.წ პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ადანაშაულებს.
„ბოლო დროს მე თითმის ყველა საქმეს ჩამომაშორეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფაქტობრივად მეორე მთავრობა შეიქმნა. ამიტომ მუშაობის გაგრძელებას მე აღარ ვაპირებ“, – განუცხადა ბუთბამ სააგენტო „ინტერფაქსს“.
ბუთბას გადადგომის შემდეგ “პრემიერ-მინისტრის” მოვალეობის შესრულება პირველ “ვიცე-პრემიერ” შამილ არძინბას დაევალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები