ნინო გვენეტაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრით კმაყოფილია
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრით კმაყოფილია, – ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრა ეფექტური იყო და კითხვები მის ხედვებთან დაკავშირებით დაისვა. „ძალიან კარგი კითხვები დაისვა, რომელიც ჩემ ხედვებთან დაკავშირებით ფრაქციის წევრებს ჰქონდათ. ვფიქრობ, შეხვედრა ეფექტური იყო. გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ. კითხვები ჩემ სამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებით იყო. ასევე, კითხვები სამართალწამოების პერიოდში მსხვერპლთა საქმეების გადასინჯვას უკავშირდებოდა“, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ხვალ ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.