აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გადადგა

აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ბესლან ბუტბა გადადგა. „მე არანაირი განხცხადება არ დამიწერია, უბრალოდ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტს ვაცნობე“ – განაცხადა ბუტბამ. გადადგომის მიზეზების კომენტირებისას ბუტბამ აღნიშნა, რომ მუშაობაში აზრს ვეღარ ხედავს. „ყველა ჩემი უფლებამოსილება პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეცა“, – განუცხადა ბუტბამ სააგენტო „იტარ-ტასს“. ბუტბას სამომავლო გეგმებზე და მისი მემკვიდრის ვინაობაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები