“ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ზუგდიდში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პარტია სამართალდამცველებს მომხდარის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
“პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” დღეს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატავს შეშფოთებას და აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება გავიდეს სამართლებრივი სივრციდან. პარტია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ მომხდარი, რათა გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები. “ქართული ოცნება” მოუწოდებს თავის წევრებს და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ მსგავს პროვოკაციებს, რომელთა მიზანია ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია და შექმნან არეულობის განცდა საზოგადოებაში”, – აღნიშნულია განცხადებაში. “ქართული ოცნების” აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 21 მარტს დაგეგმილი აქცია გააპროტესტეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ტეროტორიიდან “ქართული ოცნების” აქტივისტებმა “თავისუფალი ზონის” ოფისთან გადაინაცვლეს, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წევრი, აკაკი მინაშვილი იმყოფებოდა. ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც აქციის მონაწილეები დაშავდნენ.
დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს. ჩაიმსხვარა ოფისის მინები, რის შედეგადაც “ქართული ოცნების” ერთ-ერთი აქტივისტი სერიოზულად დაშავდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ისევ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლეს და აქაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. მონაწილეებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს. ამ დროისთვის ვითარება შედარებით განმუხტულია და ორივე ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები