“სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოში სამოქალაქო ომი გარდაუვალია“

იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში რაღაც ფორმით დაბრუნდება, დამიჯერეთ, საქართველოში სამოქალაქო ომი გარდაუვალია, – ამის შესახებ უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე გაზეთ „ქართულ სიტყვასთან“ საუბრისას აცხადებს.
ფორჩხიძე ვარაუდობს, რომ 21 მარტის აქციას გაგრძელება ექნება.
„დააკვირდით, პოლიტიკური ტემპერატურა როგორ ნელ-ნელა მატულობს: მერიაში კორუფციის ნიშნები გაჩნდა. “ნაცმოძრაობა” კი, კორუფციას კარგად ფუთავდა და ამტკიცებდა, რომ ის  აღარ არსებობს. გარდა ამისა, გამოჩნდნენ ვიღაც “ტიპები”, ვინც ფულს რიგით მოქალაქეებს სძალავენ. სხვათა შორის, ასეთ “ტიპებს”, ანუ დამნაშავეთა სამყაროს “ნაცმოძრაობა”, მხოლოდ ადრე კი არა, ახლაც კარგად მართავს. დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები ფულის გულისთვის ყველაფერზე მიდიან – იციან, რომ ამის გამო, შესაძლოა, დაიჭირონ, მაგრამ თავს ციხეში უკეთესად გრძნობენ. სხვათა შორის, არ დაგავიწყდეთ, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მიხეილ სააკაშვილმა 2 ათას პატიმარზე მეტი შეიწყალა, მათ შორის, როგორც ვიცი, რეციდივისტებიც იყვნენ. “ოცნების” ამნისტია კი, მესამე და მეოთხე ნასამართლეობასაც შეეხო, რაც, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა“, – აცხადებს ფორჩხიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები