ქუცნაშვილი გვენეტაძეს რიტორიკული კითხვით მიმართავს – პასუხის პასუხი

რამდენი არასწორი პასუხის უფლება აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს?! – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნინო გვენეტაძის პასუხს. „მე მხოლოდ ერთ რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ: რამდენი არასწორი პასუხის უფლება აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს. რამდენი?! – ეს რიტორიკული შეკითხვა მინდა დავსვა. დანარჩენს ორშაბათს, ფრაქციის სხდომას დაველოდებით და იქ ყველა მოისმენს შეკითხვებსაც და პასუხებსაც“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე ზაქარია ქუცნაშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. გვენეტაძის თქმით, ქუცნაშვილის მიერ დასმული 9 შეკითხვის ფორმა არაკონსტიტუციურია და არავის აქვს უფლება მოითხოვოს ანგარიში მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
მანამდე, ზაქარია ქუცნაშვილმა “კვირას” პრესკლუბში გვენეტაძის მისამართით 9 კითხვა გააჟღერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები