გია ხუხაშვილი: „ნაციონალები“ არ ისვენებენ, მათ პოლიტიკაში ფაფხურის საშუალება აქვთ

,,ნაციონალები“ არ ისვენებენ და ეს მოსალოდნელიც იყო. მათ სანამ ტივტივისა და პოლიტიკაში ფაფხურის საშუალება აქვთ, ფაფხურობენ“ – აცხადებს ექპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, „ნაციონალებს“ ქვეყნის სათავეში დაბრუნების რესურსი არ გააჩნიათ, მაგრამ მათ დღევანდელი ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ.
,,ნაციონალები“ არ ისვენებენ და ეს მოსალოდნელიც იყო. მათ სანამ ტივტივისა და პოლიტიკაში ფაფხურის საშუალება აქვთ, ფაფხურობენ. ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა დაბალია, მაგრამ ამ ფონზე ისინი ხელისუფლებასთან შედარებით წინ არიან, უფრო კარგად ორგანიზებულები არიან, უკეთ ფლობენ ტექნოლოგიებს, თუნდაც ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის, პროვოკაციებისა და ა.შ. მათ არ აქვთ იმის რესურსი, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს არის ილუზია, მათ ერთხელ და სამუდამოდ განაჩენი გამოტანილი აქვთ, მაგრამ მათ აქვთ რესურსი დღევანდელი ხელისუფლების დაზიანებისა და ამ მხრივ მოქმედებენ კიდეც. სრულიად პარადოქსულია, მაგრამ ხელისუფლების დაზიანების გზაზე მათი მთავარი მოკავშირე ისევ ხელისუფლებაა. ხელისუფლება ამ თამაშისთვის მაქსიმალურად სასარგებლო ფონს ქმნის“,- აცხადებს ექსპერტი.
ხუხაშვილი 21 მარტის აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ დღეს „ნაცმოძრაობის“ მთავარი მოკავშირე ისევ ხელისუფლება იქნება.
„აქციისგან არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდები. 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოკავშირე არის ხელისუფლების უგუნურობა. „ნაცმოძრაობას“ სხვა მოკავშირე არ ჰყავს. მათ ადმინისტრაციული რესურსი აქვთ და შეეცდებიან, ამ რესურსით თავიანთი მხარდაჭერა გააბევრონ. რაც მათ აქციის გაბევრებაში ხელს შეუწყობს, ეს არის ხელისუფლების უგუნური ქმედებები ამ დღეს. ,,ნაციონალები“ მაქსიმალურად შეეცდებიან, იხმაურონ, შეტაკებები მოახდინონ და ამ კუთხით მათი მთავარი მოკავშირე ისევ ხელისუფლებაა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები