ანი მიროტაძე რიგგარეშე სხდომის შესახებ: ეს სხდომა პოლიტიკური კეკლუცობისთვის იყო, ჩვენ ამის დრო არ გვაქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში რიგგარეშე სხდომაზე არ გამოცხადების მიზეზები განმარტა. მიროტაძის განცხადებით, რიგგარეშე სხდომა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ტემპერატურის აწევისთვის და კეკლუცობისთვის იმართებოდა, შესაბამისად, იმთავითვე ცნობილი იყო, რომ სხდომა შედეგიანი არ იქნებოდა.
„დღეს ლარის კურსი ძალიან მნიშვლელოვანი პრობლემაა, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ არცერთ კითხვას პასუხი არ გაეცემოდა, სხდომა შედეგიანი არ იქნებოდა, შეკრება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ტემპერატურის აწევისთვის იქნებოდა. ეს სხდომა პოლიტიკური კეკლუცობისთვის იყო, ჩვენ ამის დრო არ გვაქვს. წინა დღეს გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის მხრიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაჟღერდა. კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის შესახებ მთავრობის გეგმა წარმოდგენილია, შესაბამისად, მე შედეგებს ველოდები“, – განაცხადა ანი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები