პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატზე ორშაბათს იმსჯელებენ

„ორშაბათს ბიუროს სხდომაზე ვიმსჯელებთ თუ როგორი ფორმატით უნდა მოხდეს პრეზიდენტის მოსმენა“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, თუ აუცილებელია ის დებატების ფორმატს მხარს დაუჭერს.
„ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, იქნება ეს დებატების თუ ჩვეულებრივი ფორმატი. ჩვეულებრივი ფორმატის მიხედვით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ თავიანთი დროით სარგებლობენ პარლამენტის ფრაქციების ხელმძღვანელები, რაც ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ 11 ფრაქციის წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება როგორც პრეზიდენტის გამოსვლასთან, ისე ქვეყნანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს. რაც შეეხება დებატების ფორმატს, მას პარლამენტის თავმჯდომარის, პირველი ვიცე-სპიკერის და უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერების გამოსვლები ემატება“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტში 20 მარტს ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები