რატომ არ დაესწრო რიგგარეშე სხდომას – ეკა ბესელიას განმარტება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას თქმით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ისე იყო მოწვეული, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს რეგლამენტის ნორმები კარგად გააზრებული არ ჰქონდათ.
„ერთი პროცენტიც რომ არსებობდეს შესაძლებლობა იმისა, რომ ამ სხდომაზე მის მონაწილეობას რაიმე ტიპის შედეგი ექნება, რომ სხდომა უბრალოდ გაიმართება და აღარ ვამბობ იმაზე, რომ მას არავითარი რეალური შედეგი არ მოჰყვება, რა თქმა უნდა, იქ ვიქნებოდი. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სხდომა იყო მოწვეული ისე, რომ, სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს რეგლამენტის ნორმები კარგად გააზრებული და ნანახი არ ჰქონდათ, ამის გამო ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ დღეს სესია დაინიშნა, ისე რომ არ არის მომხსენებელი და არ არის კონკრეტული დღის წესრიგი“, – განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტში, პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა, რადგან კვორუმი არ შედგა. რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატები არ მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები