გიორგი ბარამიძე საკანონმდებლო ორგანოში სხდომის ჩაშლას „უნიათობას“ უწოდებს
ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოში სხდომის ჩაშლა საპარლამენტო უმცირესობამ გააპროტესტა. უმცირესობის განცხადებით, ხელისუფლება აღნიშნულ სხდომას უპასუხისმგებლოდ მოეკიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ სხდომის ჩაშლას „უნიათობა“ უწოდა.
“პარლამენტში, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნისათვის და ხალხისათვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა დღეს აქტუალური და საჭირო იყო. ყველაფერ ამისაგან თავის არიდება არის უპასუხისმგებლობა, და არა მარტო უნიათობა”,- განაცხადა ბარამიძემ.