გივი თარგამაძის სახლთან “თავისუფალი თაობის” წევრებმა წითელი საღებავით წარწერები დატოვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის სახლთან არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” 21 მარტს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს.
„გივი თარგამაძე ცნობილია, თუ როგორ ემუქრებოდა ქართველ ხალხს სულის ამოხდით, მაგრამ ეს ვერ შეძლეს 9 წლის განმავლობაში და ვერც შეძლებენ. „თავისუფალი თაობა“ და საზოგადოება ძალიან მკაცრად დგას ქვეყნის სადარაჯოზე. მარგინალურ, მკვლელების ორგანიზაციებს არ მივცემთ იმის უფლებას, რომ საქართველოში რაიმე სახლის არეულობა შემოიტანონ“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
“თავისუფალი თაობის” წევრებმა ოპოზიციის წარმომადგენლის სახლის წინ წითელი საღებავით წარწერები და საპროტესტო პლაკატები დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები