ნუგზარ წიკლაური დავით უსუფაშვილს ბრალდებებს უყენებს

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ნუგზარ წიკლაური ფიქრობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარლამენტარიზმის გაძლიერების ნაცვლად, სხდომის ბოიკოტირებით არის დაკავებული, – ამის შესახებ წიკლაურმა ჟურნალისტებს რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე მათ დამატებით უნდა ესაუბრათ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, თუმცა ამ სხდომას ქვეყნის ეკონომიკური გუნდი არ დაესწრება.
“ეს სხდომა არის პრეზიდენტის მიერ მოწვეული და ეხება ქვეყანაში ყველაზე უმნიშვნელოვანეს საკითხს – ეკონომიკურ მდგომარეობას და სავალუტო კრიზისს. დარჩა ძალია ბევრი საკითხი, რაზეც შეიძლებოდა დღეს უფრო დეტალურად მსჯელობა. გასაგებია, რომ გეგმა არ არსებობს, მაგრამ ჩვენ მზად ვიყავით, შეგვეთავაზებინა ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმა. როგორც ჩანს, უმრავლესობა დღეს პარლამენტში არ იქნება. თუმცა ყველაზე გასაოცარია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია – იმის მაგივრად, ცდილობდეს პარლამენტარიზმის გაძლიერებას, დაკავებულია პარლამენტის სხდომების ბოიკოტით. უსუფაშვილი არის სრულიად უნიკალური მოვლენა პარლამენტარიზმის ისტორიაში”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.  რიგგარეშე სესიაზე დასასწრებად საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები