პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის წევრები არ გამოცხადდნენ

ქუთაისში, პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე ამ დრომდე უმრავლესობის წევრები არ გამოჩენილან. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უმცირესობასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებელი დეპუტატი, უმრავლესობის ყოფილი წევრი და ყოფილი სპიკერი მურმან დუმბაძე. მისი განცხადებით, სხდომაზე იმიტომ გამოცხადდა, რომ საქართველოს კონსტიტუციას პატივს სცემს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით კი აღნიშნული სხდომა მიზანშეუწონელია. რიგგარეშე სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიიღო. რიგგარეშე სხდომა 13 მარტის, 12:00 საათზე იყო დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები