ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უსარგებლოა

დღეს 12 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას უმრავლესობა არ გეგმავს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ეკა ბესელიას განცხადებით, სხდომის ჩატარება უსარგებლოა.
„თუ ვსაუბრობთ, როგორ დავზოგოთ და ავიცილოთ ზედმეტი ხარჯები, ასეთ ვითარებაში მითხარით, ამ უსაგნო წინ და უკან სიარულს დადებითი რა მოაქვს? ეს არც პატივისცემის დემონსტრირება, არც რაიმე სარგებლს მომტანი არ არის, ეს არის უბრალოდ არასერიოზული, გაუაზრებელი გადაწყვეტილებების აყოლა. მე მგონია, უფრო მეტი საქმე და პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, ვიდრე ასეთი უაზრო წინ და უკან სირბილი”,- განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები