აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება
აჭარის უმაღლს საბჭოში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. დეპუტატებმა ვიცე-სპიკერის და საფინანსო კომისიის ხელმძღვანელი უნდა აირჩიონ. ვიცე-სპიკერის პოსტიდან დავით ბაციკაძის გადაყენების შემდეგ ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა ფრაქცია “ქართული ოცნებიდან” გარიცხულმა დეპუტატმა, ჯემალ ფუტკარაძემ წამოაყენა. შეიკრიბება თუ არა ქვორუმი, ამ დრომდე უცნობია.