„ბაზრობებზე მეუბნებიან, აღარ გვიყვარხართ იმის გამო, რომ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით სხედხართო“

უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების შეფასებებს, რომ თითქოს ეკონომიკის მინისტრისგან დღეს მხოლოდ სანიტარული საშუალებების ხარჯების შემცირების გეგმა მოისმინეს, არაადეკვატურსა და არალეგიტიმურს უწოდებს.
თინა ხიდაშელი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის მთავარი საყვედური საპარლმანეტო უმრავლესობის მიმართ არის ის, რომ ურმავლესობა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების გევრდით ზის.
“ბატონებო, იცით რას მეუბნებიან ბაზრობებზე ადამიანები?! აღარ გვიყვარხართ იმის გამო, რომ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით სხედხართო. აი, ამას გვეუბნებიან ძირითადად. ეს არის მათი პირველი წინადადება და ამის შემდეგ სვამენ სხვა კითხვებს. ასე რომ, თქვენთან ერთად ბაზრობებზე წამოსვლის სურვილი არასდროს მექნება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები