“ლავროვის საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ შეთანხმება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს”

საგარეო საქმეთა სამინისტრო საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის შეთანხმებაზე რუსეთის პირველი დიპლომატის სერგეი ლავროვის განცხადებას ცალმხრივ ინტერპრეტაციას უწოდებს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის შეთანხმება დადებულია, უკანონო ვაჭრობის აღკვეთის, მათ შორის არსებული ტვირთბრუნვის აღრიცხვის მიზნით და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდების ტრანსპარენტულობის მუხლის უზრუნველყოფას ემსახურება.
“ბატონი ლავროვის განმარტება “საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” შეთანხმების ცალმხრივ ინტერპრეტაციას წარმოადგენს და მის არსს ეწინააღმდეგება. შეთანხმება დადებულია საქართველოსა და რუსეთს შორის, უკანონო ვაჭრობის აღკვეთის, მათ შორის არსებული ტვირთბრუნვის აღრიცხვის მიზნით და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდების ტრანსპარენტულობის მუხლის უზრუნველყოფას ემსახურება. ლავროვის განცხადების საპირისპიროდ  ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმება სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას ემსახურება  და მისი ძირითადი არსია ტვირთების უკანონო მოძრაობის აღკვეთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე – შეთანხმებით განსაზღვრულ სატრანსპორტო კორიდორებში”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ შეთანხმება, რომელსაც რუსეთ-საქართველოს შორის 2011 წელს მოეწერა ხელი, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს არ მოიცავს.

წყარო: პირWელი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები