“სერგეი ლავროვის მიერ გაჟღერებული მზადყოფნა უადგილო და გაუგებარია”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთთან წარმოებულ დიალოგის არცერთ ფორმატში საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის საკითხი არ დაუყენებია.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამ საკითხზე სერგეი ლავროვის განცხადებამ შესაძლოა, შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველოს რკინიგზის ამ მონაკვეთზე მოძრაობის გახსნის მიმართ თბილისი დიდ დაინტერესებას ამჟღავნებს.
“სინამდვილეში საქართველოს, რუსეთთან დიალოგისას არცერთ ფორმატში არ დაუყენებია ეს საკითხი და ამდენად სერგეი ლავროვის მიერ გაჟღერებული მზადყოფნა უადგილო და გაუგებარია. სამწუხაროა, მაგრამ გვიწევს კონსტატირება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უგულვებელყოფა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამახასიათებელ ატრიბუტად იქცა. მოვუწოდებთ რუსეთის მხარეს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და დაიცვას საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსული მხარე მზადაა მხარი დაუჭიროს, მოსკოვი-სოხუმი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას და აწარმოოს ასეთი კონსულტაციები, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის რკინიგზა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების შესაბამისად, აფხაზური რკინიგზის მონაკვეთის ექსპლოატაციაში მონაწილეობს. თუმცა ლავროვი აქვე აღნიშნავს, რომ მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პროექტის  უშუალო მონაწილეებმა, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთმა და საქართველომ.

წყარო: პირWელი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები