“სააკაშვილმა 21 მარტის აქციაზე რამდენიმე გვამის დადება მოითხოვა“
,,ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტის აქციისთვის საჭირო რაოდენობის ხალხს ვერ აგროვებს, – ამის შესახებ გაზეთი “ალია“ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათი ინფორმაციით, გუშინ, პარტიის მთავარ ოფისში საქართველოს ათივე რეგიონის წარმომადგენლებმა ინფორმაცია წარმოადგინეს იმის შესახებ, თითოეული რეგიონიდან აქციაზე დაახლოებით რამდენი ადამიანი ჩამოვა. წყაროს ცნობით, აღმოჩნდა, რომ თბილისის გარდა, დანარჩენი საქართველოდან, მაქსიმუმ, 10 000 კაცს „ნაციონალები“ ძლივს უყრიან თავს და აქედან ნახევარზე მეტი პარტიის წევრები დ მათი ოჯახის წევრები არიან. როგორც გამოცემა წერს, „ნაციონალებს“ განსაკუთებით უჭირთ კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში. პატიის რეგიონული მმართველები თავს იმით იმართლებენ, ხალხმა ფულს რამდენიმე მიზეზით ხელი არ მოკიდა და აქციაზე ჩამოსვლაზე უარი განაცხადა.
“როგორც წყარო ამბობს, ,,ნაციონალთა“ რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, უკვე პარტიის ძველი აქტივისტებიც ემალებიან, რომლებიც წლების განმავლობაში ხალხს მობილიზაციას თავად უკეთებდნენ. ბევრ მათგანს კი პირდაპირ ლიდერებისთვის განუცხადებია, რომ სამოქალაქო დაპირისპირებასა და სისხლისღვრაში მონაწილეობას არ მიიღებს“, – წერს გაზეთი.
წყაროს ინფორმაციითვე, ამ დღებში, რაიონებში პარტია 500-მდე ადამიანმა დატოვა.
„ნაციონალები“ ერთ ამბავს გულმოდგინედ მალავენ. ზუსტად 21 მარტის აქციის წინ, თბილისსა და რეგიონებში, დაახოებით 500-მა ადამიანმა პარტია დატოვა. თითქის ყველა მათგანი პარტიიდან ერთი მიზეზით წასულა – არ გვინდა იმ პარტიის წევრობა, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო ომსა და სისხლისღვრას გეგმავსო. ,,ნაციონალები“ მხოლოდ თბილისის იმედად არიან და დიდი აქტიურობა არც თბილისშია. ,,ნაციონალების“ მთავარი დასაყრდენი, პარტიის წევრები ოჯახებით, პარტიის აქტივისტები და ის სტუდენტები არიან, რომელთაც ზაფხული ბანაკებში გაატარებინეს. სტუდენტთა მობილიზაციას ,,თავისუფალი ზონა“ და კობა ხაბაზი, ასევე, ,,ნაცების“ სატელიტი სხვა არასამთარობო ორგანიზაციები ახდენენ, მაგრამ დიდად სანუგეშოდ არც ამ მხრივ აქვთ საქმე“,-აღნიშნავს გამოცემა.
წყაროს ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს ექსპრეზიდენტისთვის ანგარიში წარუდგენიათ, თუ დაახლოებით რამდენი კაცს ელოდებიან აქციაზე. ამასთან, წყარო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი აქციაზე სისხლისღვრას ითხოვს, რადგან მისი თქმით, ეს პარტიის ბოლო შანსია.
,,პარტიის ლიდერებმა წინასწარ იციან, რომ აქციაზე მაქსიმუმ, 20 000 ათასი კაცი შეიძლება გამოვიდეს და ამის შესახებ ანგარიში გუშინვე ჩააბარეს მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც კიევში ,,სკაიპით“ დალაპარაკებიან.
სააკაშვილი გამწარებულა და უშვერი სიტყვებით უგინებია პარტიის ლიდერები, არაფრის მაქნისები ხართო. თუმცა, წყარო აცხადებს, რომ მიუხედავად მცირე რიცხოვნებისა, სააკაშვილი უკან არ იხევს, საამისოდაც მზად არის და ამ ვითარებიდან გამოსასვლელი გეგმაც ჰქონია. მას კიდევ ერთხელ უთქვამს, რომ აუცილებლად უნდა დაიღვაროს სისხლი. სააკაშვილის თქმით, ეს 21-22 მარტს უნდა მოხდეს, ვიდრე ის ხალხიც არ დაიშლება, ვინც აქციაზე მივა. მისი გათვლით, რამდენიმე ადამიანის სიკვდილი მათ მომხრეებს ქუჩაში გამოიყვანს და მერე აქციას ბევრი ნეიტრალური ადამიანი შეუერთდება. ეს ჩვენი ბოლო შანსია, თუ გინდათ ერთმანეთი დახოცეთ, სულ ფეხებზე მკიდია ვინ მოკვდება, მთავარია, რამდენიმე გვამი დაიდოს რუსთაველზე და მერე, ყველაფერი კარგად იქნებაო“,- ციტირებს გაზეთი წყაროს ინფორმაციას.