რატომ ტოვებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერები
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში ათივე რეგიონის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია, თუ რომელი რეგიონიდან რამდენი ადამიანი ჩავიდოდა თბილისში, – ამის შესახებ გაზეთი „ალია“ სანდო წყაროზე დაყრდნობით დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ 21 მარტის აქციაზე, თბილისის გარდა პარტიას დაგეგმილი აქვს, რომ მოსახლეობა სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანოს. სანდო წყაროს ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით კახეთიდან, შიდა და ქვემო ქართლიდან, იმერეთიდან, გურიიდან და რაჭიდან უჭირს მოსახლეობის ჩამოყვანა. გარდა ამისა, სტატიიდან ირკვევა, რომ აქციაში მონაწილეობა არ სურთ იმ პირებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ წინა მთავრობაში საჯარო სამსახურებში იყვნენ დასაქმებულები და დღემდე მუშაობენ.
„აღმოჩნდა, რომ თბილისის გარდა, დანარჩენი საქართველოდან, მაქსიმუმ, 10 000 კაცს ძლივს უყრიან თავს „ნაციონალები“ და აქედან ნახევარზე მეტი, პარტიის წევრები და მათი ოჯახის წევრები არიან. „ნაციონალებს“ განსაკუთრებით უჭირთ კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, იმერეთში, გურიასა და რაჭაში. პარტიის რეგიონული მმართველები ლიდერების წინაშე თავს იმით იმართლებენ, რომ ხალხმა ფულს რამდენიმე მიზეზით ხელი არ მოჰკიდა და აქციაზე ჩამოსვლაზე უარი განაცხადა.
„ნაცებს“ იმედი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ძველ მომხრეებს უკლებლივ ჩამოიყვანდნენ თბილისში, მაგრამ მათმა დიდმა ნაწილმა წარმატებით გაიარა სახელმწიფო მოხელეთა კონკურსი და ან ძველ სამსახურში დარჩა, ანდა ახალ პოზიციაზე დასაქმდა. ამ ადამიანების უმრავლესობამ „ნაცებს“ განუცხადა, რომ მათი დაგეგმილი რევოლუცია სულ ფეხებზე ჰკიდიათ, ხელისუფლებამ ისინი პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან არ გაათავისუფლა და ახლა ამ სამსახურებს სააკაშვილის ხუშტურების გამო არ დაკარგავენ და ოჯახებს ულუკმაპუროდ არ დატოვებენ.
„ნაციონალები“ გულმოდგინედ მალავენ ერთ ამბავს. ზუსტად 21 მარტის აქციის წინ, თბილისსა და რეგიონებში, დაახლოებით ხუთასმა ადამიანმა დატოვა პარტია. თითქმის ყველა მათგანი ერთადერთი მიზეზით წასულა პარტიიდან, – არ გვინდა იმ პარტიის წევრობა, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო ომსა და სისხლისღვრას გეგმავსო. მაქსიმუმ, 20 000 თბილისელი შეიძლება გამოვიდეს აქციაზე და ეს უკვე წინასწარ იციან პარტიის ბოსებმა. წყაროს ინფორმაციით, გუშინვე ამის შესახებ ანგარიში მიხეილ სააკაშვილს ჩააბარეს პარტიის პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც „სკაიპით“ დალაპარაკებიან კიევში თავიანთ შეფს. სააკაშვილი გამწარებულა და უშვერი სიტყვებით უგინებია დანარჩენი ლიდერები, არაფრის მაქნისები და უსაქმურები ხართო, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება, 21 მარტს 30-35 ათას კაცს თუ მოუყარეს თავი რუსთაველზე, ესეც დიდი ამბავი იქნება „ნაცებისთვის“. თუმცა, წყარო აცხადებს, რომ მიუხედავად მცირე რიცხოვნებისა, სააკაშვილი უკან არ იხევს, საამისოდაც მზად არის და ამ ვითარებიდან გამოსასვლელი გეგმაც ჰქონია. გეგმის დეტალებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ უთქვამს, რომ აუცილებლად სისხლი უნდა დაიღვაროს და ხალხის შესაძლო სიმცირემ ეს აუცილებელი გახადა.
სააკაშვილის თქმით, ეს 21-22 მარტს უნდა მოხდეს, ვიდრე ის ხალხიც არ დაიშლება, ვინც აქციაზე მივა. მისი გათვლით, რამდენიმე ადამიანის სიკვდილი მათ მომხრეებს ქუჩაში გამოიყვანს და მერე ბევრი ნეიტრალური ადამიანიც შეუერთდება აქციას. ეს ჩვენი ბოლო შანსია, თუ გინდათ, ერთმანეთი დახოცეთ, სულ ფეხებზე მკიდია, ვინ მოკვდება, მთავარია, რამდენიმე გვამი დაიდოს რუსთაველზე და მერე, ყველაფერი კარგად იქნებაო. 20 ათასი კაცის ერთი დღე-ღამით აქციაზე გაჩერება, მინიმუმ, მილიონი ლარი ჯდება კვებით, რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანითა და სხვა აუცილებელი საჭიროებებით. ბიზნესმენთა ერთ ნაწილს გივი თარგამაძისთვის უთქვამს, რომ უკვე იმაზე მეტი გადაუხადეს „ნაციონალებს“, ვიდრე მათი მართებდათ და აღარ აპირებენ მათ დაფინანსებას. თარგამაძისთვის ისიც უთქვამს, უკვე სამი წელი ხდება, რაც თქვენი „კრიშობის“ გარეშე ვმუშაობთ, რეგულარულად გიხდით ფულს და გეყოფათ, მეტს აღარ მოგცემთო. მეტიც, თარგამაძეს თურმე ის ბიზნესმენებიც ეურჩებიან, რომელთა შესახებაც კომპრომატები აქვს. ერთი ბიზნესმენი დამუქრებია, გამომიქვეყნებ მაგ კომპრომატებს და მეორე დღესვე აგაორთქლებ, წამებით ამოგხდი სულსო. ერთ-ერთ ცნობილ ბიზნესმენსაც, ასევე, უფულოდ გამოუსტუმრებია თარგამაძე და თან მაგრად უგინებია, – შენი დედაც მოვ…ან, გამოაქვეყნე ის კომპრომატები, ან ჩემი ფეხით მივალ პროკურატურაში და დანაშაულს ვაღიარებ, მაქსიმუმ 5 წლით ჩავჯდები ციხეში და მერე თავისუფალი ვიქნები, ახლა ის მაინც ვიცი, რომ ციხეში ცოცხებსა და „დუბინკებს“ აღარავინ გამიყრის და გარეთ ცოლ-შვილს არავინ ამიწიოკებსო. წყარო აცხადებს, რომ ამ ბიზნესმენის შესახებ, სავარაუდოდ, წარსულში გადასახადების დამალვის მტკიცებულებები აქვს გივი თარგამაძეს და წლებია ემუქრება, ამ მასალებს ფინანსურ პოლიციას გადავცემო და ამის შიშით, ისიც სისტემატურად უხდიდა ფულს“, – წერს გაზეთი „ალია“.