დავით სეერგენკო: მედიკამენტებზე ფასების მატების ტენდენცია აღარ არის
„მედიკამენტებზე ფასების მატების ტენდენცია აღარ არის, პირიქით, გაძვირება შემცირებულია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკომ. მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ საზოგადოების ინტერესებისკენ გადადგა ნაბიჯი და რამდენიმე ათეულ პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასები შეამცირა.
„ფასების მატების ტენდენცია აღარ არის, პირიქით, გაძვირება შემცირებულია. ვგულისხმობ იმას, რომ თუ იყო გამოკვეთილი 15-20%-იანი ზრდა რამდენიმე ასეულ მედიკამენტზე, ახლა ამ ტენდენციამ იკლო. არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის PSP-ს აშკარად საზოგადოებისკენ გადადგმულ ნაბიჯს, რომლითაც მათ რამდენიმე ათეულ პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასები შეამცირეს. ამით გარკვეულ სტაბილიზაციას მივაღწიეთ“, – განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, თებერვლის თვეში 100-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები 7-დან 10%-მდე გაიზარდა.