დღეს პარლამენტში მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ელოდებიან

დღეს 15 საათზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის სამოქმედო გეგმასა და ლარის კურსის საკითხებზე ისაუბრებენ.
როგორც საპარლამენტპ უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, აღნიშნული შეხვედრის მიზანია, დეპუტატებმა და ხალხმა გაიგონ, თუ რა ვითარებაა და რა ნაბიჯები იდგმება ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაციისთვის.
“ჩვენ გვაქვს შეკითხვები მათთან, მათგან უნდა მოვისმინოთ რა ხდება, რა კეთდება, რომ ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს რას აკეთებენ ამ ხნის განმვალობაში, დღეს რითი არიან დაკავებულნი და მომავალში რას გააკეთებენ”,- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებთან ერთად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტასაც ელოდებიან. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიამრთება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები