ფინანსთა სამინისტრო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების თაობაზე „გარკვეულ სურათს“ მომავალ კვირაში წარადგენს

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების თაობაზე “გარკვეულ სურათს” მომავალი კვირის დასაწყისში წარმოადგენს. როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 16 მარტამდე ფინანსთა სამინისტრო სხვა უწყებებისგან აღნიშნულის შესახებ შესაბამის ინფორმაციას ელოდება.
„უკვე ორშაბათს უნდა გვქონდეს ინფორმაცია სამინისტროების და იმ სიპ-ების მიხედვით, რომლებიც არ არიან სამინისტროების კონტროლის ქვეშ. ამის მერე ჩვენ დავიწყებთ ამ მასალების დამუშავებას. ფინანსთა სამინისტროს გარკვეული მონახაზი უკვე აქვს, მაგრამ მაინც დაველოდებით ჩვენი კოლეგებისგან მოწოდებულ ინფორმაციას და ალბათ, მომავალი კვირის დასაწყისში ჩვენ უკვე გარკვეულ სურათს წარმოგიდგენთ”, – აღნიშნა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები