„ქვეყნის სტაბილიზაციის გეგმის წარდგენისთვის მაქსიმალურად ეფექტური გზა იქნება შერჩეული“

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ქვეყნის სტაბილიზაციის გეგმის საზოგადოებისთვის წარდგენისთვის შერჩეული იქნება მაქსიმალურად ეფექტური გზა. როგორც სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, შესაბამის გეგმაზე მუშაობა, პრაქტიკულად, დასრულებულია.
“პირველი რიგის მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოება ეკონომიკიური ბლოკის მიერ ინფორმირებული იყოს მიმდინარე საკითხებსა და სამოქმედო გეგმაზე, რაც, პრაქტიკულად, ჩამოყალიბებულია. რაც შეეხება იმას, რა ფორმით მოხდება წარდგენა – საკომიტეტო თუ რიგგარეშე სხდომაზე, ეს ჩემი მხრიდან რთული შესაფასებელია. არჩეული იქნება ის გზა, რომელიც მაქსიმალურად ეფექტური იქნება ამ გზავნილების მისაწოდებლად”, – აღნიშნა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები