გიორგი კვირიკაშვილი: უნივერსიტეტი არ გაყიდულა, გაყიდულია შენობა, რომელზეც ბევრი მითქმა-მოთქმა იყო
ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი “ბათუმი თაუერის” გასხვისებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ოგორც ჟურნალისტებს მან განუცხადა, „ბათუმი თაუერის“ შენობა უნივერსიტეტისთვის გამოუსადეგარი იყო, შესაბამისად, ის აქუციონის წესით გაიყიდა.
კვირიკაშვილის განმარტებითვე, „ბათუმი თაუერი“ 25 მილიონ აშშ დოლარად იყიდებოდა აუქციონზე, რომელიც დღეს დაიხურა.
ამასთან, როგორც მინისტრმა განმარტა, „ბათუმი თაუერის“ შენობაში 18-დან 20 მილიონ დოლარამდე ახალი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, საუბარია სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაზე.
„ეს შენობა აუცილებლად გაყიდვას ექვემდებარებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ინფრასტრუქტურა უკვე სავალალო მდგომარეობაში იყო. უნივერსიტეტი არ გაყიდულა, გაყიდულია შენობა, რომელზეც ბევრი მითქმა-მოთქმა იყო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა გაიყიდა. „ბათუმი თაუერი“ უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანიამ „რედ-კო“ 25 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.