შეხვედრა ახალციხეში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები ქ. ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციიით, შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი.
მათ სამინისტროში გამოცხადებული „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ საგრანტო პროგრამის შესახებ ისაუბრეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საგრანტო კონკურსის შესახებ ამომწურავი იფნორმაცია მიაწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები