გარემოს დაცვის მინისტრი UNEP-ის გარემოსდაცვითი ასამბლეის ბიუროს ვიცე – პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) გარემოსდაცვითი ასამბლეის(UNEA) ბიურში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჯგუფის წარმომადგენლად, ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს .- ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ასამბლეა (UNEA) წარმოადგენს მმართველ ორგანოს, რომელსაც აქვს გარემოსდაცვითი პროგრამის საქმიანობის გაძღოლის და ძლიერი მეცნიერულ-პოლიტიკური საფუძვლების ხელშეწყობის მანდატი. UNEA- ს გარემოსდაცვითი ასამბლეა ქმნის გადაწყვეტილებების მიღებაში 193 წევრი ქვეყანის მონაწილეობის უნიკალურ შესაძლებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები