უკრაინაში შესაძლოა, თბილისში არსებული შუშის კონსტრუქციების მსგავსი შენობები აშენდეს
უკრაინაში, მაიდნის ცენტრში, დამწვარი შენობების ნაცვლად, შესაძლოა, მალე თბილისში არსებული შუშის კონსტრუქციების მსგავსი შენობები აშენდეს.
კომპანია “კიევის პროექტის” პრესსამსახურის განცხადებით, ახალი შენობების მაკეტები უკვე მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირველი შენობა დამწვარი პროფკავშირის შენობას ჩაანაცვლებს.