თბილისის მერია ხატისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

თბილისის მერიაში ნინა ხატისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც „კვირას“ დედაქალაქის მერიიის პრესსამსახურში განუცხადეს, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნინა ხატისკაცი გათავისუფლებულია თანამდებობიდან, დეზინფორმაციაა. მათივე განმარტებით, მერიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენციაზე თბილისის მერი დავით ნარმანია ისაუბრებს. “თბილისის მერი თავად წარადგენს კონკრეტულ პირებს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე”, – აღნიშნეს თბილისის მერიის პრესსამსახურში.
დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი თანამდებობას დატოვებს და მის ადგილს ეკონომიკური ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები