არსებული ინფორმაციით, თბილისის ვიცე- მერი თანამდებობას დატოვებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, დედაქალაქის ვიცე- მერის თანამდებობაზე ირაკლი ლექვინაძე ნინა ხატისკაცს შეცვლის.
აბესაძის შეფასებით, მერიაში “გაუგებარი საკადრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი” გრძელდება. “ჩვენი ინფორმაციით, ნინო ხატისკაცის ადგილზე ირაკლი ლექვინაძე დაინიშნება”, – აღნიშნა აბესაძემ.
ამასთან, მერის უკვე ყოფილ მოადგილეს, ავთანდილ მარგიშვილს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის. დავით ნარმანია მოადგილეების კანდიდატურების საკრებულოსთვის წარდგენას 12 მარტისთვის აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები