გელა დუმბაძე აშშ-ში, გლობალური პარტნიორობის ფორუმში მონაწილეობდა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, გლობალური პარტნიორობის კვირეულის ფარგლებში გამართულ გლობალური პარტნიორობის ფორუმში.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, ფორუმის მონაწილეებს ვიდეოგზავნილით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ, რომელმაც თავის გზავნილში გლობალური პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ფორუმის მონაწილენი, როგორც ფორუმის სპეციალურ სტუმარს, მიესალმნენ გელა დუმბაძეს. ამავე დღეს შედგა გელა დუმბაძის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, გლობალური პარტნიორობის ოფისის ხელმძღვანელთან, ენდრიუ ობრაიენთან. ვაშინგტონის შემდეგ, გელა დუმბაძე ლოს- ანჯელესსა და ნიუ- იორკს ეწვევა, სადაც იგი აშშ-ში მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან და ჩვენს თანამემამულეებთან, აგრეთვე აშშ-ს სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები