ნინო გვენეტაძე 16 მარტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების კითხვებს უპასუხებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე 16 მარტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების კითხვებს უპასუხებს, – ამის შესახებ გვენეტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. გვენეტაძის თქმით, ის, როგორც აქამდე საკომიტეტო მოსმენებისას, ისე ახლაც დეპუტატების ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა იმ საკითხების შესახებ ისაუბრა, რაზეც, მისი თქმით, მასთან დეპუტატებს კითხვები აქვთ.
„იმ კომიტეტის და ფრაქციების წევრები მოისმენენ ჩემს მიზნებს და შეხედულებებს, რომელთაც არ შევხვედრივარ. ორშაბათს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს ვხვდები. ამ ფრაქციის წევრებს ჰქონდათ კითხვები და მე მზად ვარ, ყველა მათ კითხვას პასუხი გავცე, იქნება ეს ჩემს წარსულზე თუ დაგეგმილი მართლმსაჯულების რეფორმაზე. არის რამდენიმე სტანდარტული კითხვა, რომელიც ჩემი პოლიტიკური კუთვნილების და ჩემი სასამართლოში საქმიანობის თემას ეხება. ერთი კითხვა შეეხებოდა „60 წუთში“ გაშუქებულ სიუჟეტს. ფარული ჩანაწერი, რომელიც იმ დროისთვის არ იყო დაშვებული, იქნა გაკრიტიკებული და აღვნიშნეთ, რომ უკანონოდ მოპოვებული მასალა მტკიცებულებად ვერ იქნებოდა გამოყენებული. ჩვენ შეფასებისა და რეგულაციების გარეშე ვერ მივიღებდით მტკიცებულებად ფარულ ჩანაწერს და ეს დავაფიქსირეთ. ჩვენ ხშირი კითხვაა იმაზე, თუ როგორ ვხედავ მე მართლმსაჯულების აღდგენის პროცესს. კითხვებია მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის შესახებაც – არის თუ არა საჭირო გამოსაცდელი ვადის არსებობა. ჩემი შეხვედრების ანალიზის საფუძველზე გეტყვით, რომ შეხვედრების დროს რაიმე გართულება კითხვისას ან ხედვის დაფიქსირებისას არ ყოფილა. მაქსიმალურად ამომწურავად ვპასუხობ დეპუტატების ყველა კითხვას“,- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
გვენეტაძეს, პარლამენტში კენჭისყრისას ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი არა აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მე მხარს არ დამიჭერენ და ამის მოლოდინი არც მქონია“,- აღნიშნა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები