ზვიად ძიძიგური თამარ კორძაიას კოალიციიდან შესაძლო გარიცხვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის დეპუტატის თამარ კორძაიას კოალიციიდან გარიცხვის შესახებ მსჯელობა უარყო.
როგორც დღეს პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, არანაირ გარიცხვაზე საუბარი არ არის.
„უმრავლესობა არის მრავალფეროვანი სხვადასხვა პარტიით და სხვადასხვა ბიოგრაფიით დაკომპლექტებული ადამიანების ერთობა. ეს ჩვენი სიძლიერეა. კამათი და დებატები ძალიან ჯანსაღი პროცესია. კორძაიას შესაძლო გარიცხვის შესახებ არაფერი მსმენია. ის კოალიციის აქტიური წევრია“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები