ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდება.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” 15.00 საათზე დაიწყება.
როგორც გუშინ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა, აღნიშნულ შეხვედრას თავადაც დაესწრება.
“ჩვენ მზად ვართ, რომ პრემიერს ყველა ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც ხელთ გვაქვს”, – განაცხადა ნარმანიამ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც. რაც შეეხება კითხვას, რომ პრემიერ-მინისტრი მერებს მისი ანგარიშის საფუძველზე ხვდება, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ასეთი შეფასება გადაჭარბებულია.
“ეს არის ჩვეულებრივი შეხვედრა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება, რომელზეც განხილული იქნება ის პროექტები, რაც მიმდინარეობს, პრობლემები თუ არის სადმე და დაისახება გზები იმისთვის, რათა პროცესები არ შეფერხდეს”, – განაცხადა ხადურმა.