„ეკა ზღულაძე 21 მარტს, პროვოკაციებისთვის, უკრაინის შსს-ს ინსტრუქტორებს გამოიყენებს“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს 21 მარტს დაანონსებულ აქციაზე გარკვეული პროვოკაციების მოწყობა სურთ და ამისთვის ისინი უკრაინის პოლიციური ძალების გარკვეულ დანაყოფებს გამოიყენებენ. ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ალიასთან“ საუბრობს. მისი თქმით, ეკა ზღულაძე სააკაშვილის ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელია. „უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძეა და მის განკარგულებაშია დიდი რაოდენობა ხალხის რესურსისა, ჰყავს უდიდესი რაოდენობა პოლიციელებისა და შინაგანი ჯარი, ასევე, უკრაინაში მოქმედი უამრავი სხვადასხვა ბატალიონი, რომლებიც საომარი მდგომარეობის გამოა შექმნილი… მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ გარკვეული სახის პროვოკაციებს ამზადებენ დაქირავებული პირების დახმარებით, რომლებსაც საქართველოში გადმოისვრიან. ბატალიონი აქ არ შემოვა, მაგრამ შემოვლენ მათი ინსტრუქტორები, რომლებიც მოახდენენ თავდასხმების ინსცენირებას… ეს ადამიანი დღეს ყველა საშუალებას გამოიყენებს, რომ საქართველოში დიდი არეულობა დაიწყოს. სააკაშვილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია, იყენებს ამ უცხო ქვეყნის რეზერვს და ეს ინსტრუქტორები გამოყენებულები იქნებიან როგორც მიტინგის დაწყებამდე, ისე უშუალოდ აქციის პერიოდში. ამიტომ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ გაკონტროლდეს საქართველოს საჰაერო და სახმელეთო საზღვრები, რათა მსგავსი ტიპის ადამიანებმა ვერ შემოაღწიონ“,- განაცხადა მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები