დავით სერგეენკო თბილისის სასწრაფო დახმარების მუშაობით უკმაყოფილოა
ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თბილისის მასშტაბით სასწრაფო დახმარების მუშაობით უკმაყოფილოა. როგორც მან „მაესტროს” ეთერში საუბრისას განაცხადა, სასწრაფოს ეფექტურობა 70-80%-დე უნდა გაიზარდოს. „სასწრაფო დახარების მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველ წელს ვაფასებთ. ამ შემთხვევაში დავასრულეთ თბილისის სასწარფო დახმარების ეფექტურობის შეფასება და შემიძლია გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით, თბილისის სასწრაფო დახმარება მუშაობს 14%-ანი ეფექტურობით. ამოცანა არის ის, რომ ეფექტურობა 70-80%-დე გავზარდოთ“, – განაცხადა სერგეენკომ.