ირაკლი ღარიბაშვილი “ფისტერა ენერჯის“ წარმომადგენლებს შეხვდა – ვიდეო

 საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ფისტერა ენერჯის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ქართული მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, მმართველი დირექტორი ირაკლი მენაბდე და პროექტების მენეჯერი ზაზა ბაკურაძე. ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და ბიზნეს შესაძლებლობები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმსხვილესი ამერიკული კერძო საინვესტიციო ფონდ „ბლექსთოუნ ჯგუფის“ (NYSE: BX) შვილობილი კომპანიის – „ფისტერა ენერჯის“ აღმასრულებელ დირექტორთან პედრო ბარიუსოსთან და საოპერაციო და ტექნიკურ საკითხებში დირექტორთან ხუან ორასთან გამართა. შეხვედრაზე მხარეები ენერგეტიკის სექტორში საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და „ფისტერა ენერჯის“თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, პარტნიორობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარებასა და მდგრადობას გრძელვადიან პერიოდში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები