თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს
15-16 ოქტომბერს, თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს, – ახალი აბრეშუმის გზის კოფერენციის დეტალებზე ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ორდღიანი ფორუმის პირველი დღე მინისტერიალს დაეთმობა, რომელზეც მაღალი დონის სტუმრები აბრეშუმის გზის კონცეფციას, სატრანსპორტო, ლოჯისტიკისა და ვაჭრობის საკითხებს განიხილავენ. მეორე დღე კი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და კონკრეტულ პროექტებს მიეძღვნება. აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 200-ზე მეტი სტუმარი ეწვევა, რომელთა შორის მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ბიზნესმენები იქნებიან. ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელეს რეგიონების ეკონომიკური განვითარების გეგმაზე. პრეზენტაციები საბჭოს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორებმა წარუდგინეს.