დავით სუჯაშვილი ლონდონში შეხვედრებს მართავს

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი ლონდონში, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, აღმოსავლეთ ევროპასა და ზოგადად რეგიონში შექმნილ ვითარებაზე უსაფრთხოების კუთხით, ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებზე. ასევე მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი შეხვედრებს განაგრძობს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კაბინეტის სხვა წევრებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები