ოთარ დანელია: ხარჯების ათვისებაში დაგვიანება მხოლოდ დონორების ნაწილში ხდება

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მის უწყებაში, საბიუჯეტო ნაწილში ჩამორჩენა არ არის და ხარჯვის დაგვიანება მხოლოდ დონორების ნაწილში, ტექნიკური ნიუანსების გამო ხდება.
„ათვისებაში დაგვიანებაა და ეს ძირითადად, დონორი ორგანიზაციების დაგვიანების მიერ ინიცირებული პროექტის ნაწილში ხდება და მხოლოდ და მხოლოდ მათ შიდა პროცედურებთანაა დაკავშირებული. ანუ საბიუჯეტო ნაწილში არანაირი ჩამორჩენა არ არის. ჩამორჩენა მხოლოდ დონორების ნაწილში, ტექნიკური ნიუანსების გამო ხდება, რომელსაც დავაწევთ ან დავაკორექტირებთ და პრობლემა არ გვექნება“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა იმ უწყებებისა და თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებიც საბიუჯეტო თანხებს გეგმის შესაბამისად ვერ ხარჯავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები